შენ ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო – ავდრიანაო.
ძლივს აჩენილო ღიმილო,
ღიმილო – დარდიანაო.
შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე…
რომ ვფიქრობ, აგრეც არაო…
ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ,
მეც შენთან მაბრიალაო.
მე თუ არ მეტრფის – დაიწვას
თვალები – ნაღვლიანაო.
შენ, ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო – ავდრიანაო.
/ ტარიელ ხარხელაური/
No comments:
Post a Comment