ეს თოვლი მარტო თოვლი არ არის,
ეს ქარიც მარტო ქარი არ არის,
ისინი სადღაც,შიგნით მალავენ
მას,რაც არ იყო დასამალავი.
ეცემა თოვლი,როგორც ცხოვრება,
თოვლივით ჩუმი და შემპარავი.
მე კი ყოველთვოს მემახსოვრება
რაც ახლა მინდა,მაგრამ არ არის.
ეცემა თოვლი და დროს ბარდება
ლამაზი,მაგრამ უკვე ყოფილი,
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.
No comments:
Post a Comment